ტაივანის პარლამენტმა ცხოველების დაცვის შესახებ კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც კატების და ძაღლების ხორცის ჭამა და მათი ხორცის გაყიდვა იკრძალება – The South China Morning Post-ი წერს.
კანონის დარღვევისთვის ჯარიმა 8,1 ათასი დოლარი და პირადი მონაცემების და ფოტოს გამოქვეყნებაა. გარდა ამისა, ისინი, ვინც ძაღლებს და კატებს შეგნებულად ზიანს მიაყენებს, ჯარიმის სახით გადაიხდის 65,2 ათას დოლარს და თავისუფლება ორი წლით აღეკვეთება.
დოკუმენტის მოქმედებამდე მას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა უნდა მოაწერონ.