ტაივანში დაღუპულების რაოდენობა 55-მდე გაიზარდა

ტაივანში დაღუპულების რაოდენობა 55-მდე გაიზარდა

ტაივანში, მიწისძვრით დაღუპულთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ადრე 35 დაღუპულზე იყო ინფორმაცია გავრცელებული. ამასთავანე, 80 ადამიანის ბედი ჯერჯერობით უცნობია.
აღინიშნება, რომ 53 ადამიანის სხეული 17 სართულიანი შენობის ნანგრევებში იქნა აღმოჩენილი, რომელიც მიწისძვრის შედეგად თითქმის სრულიად ჩამოინგრა.
“როიტერსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფირმები, რომლებიც 17 სართულიანი შენობის აშენებაში იღებდნენ მონაწილეობას, გაუფრთხილებლობით სიკვდილის გამოწვევის ბრალდებით არიან დაკავებულები. წინასწარი ვერსიით, შენობა უხარისხო მასალით იყო აშენებული, რამაც გამოიწვია მისი დანგრევა.
შეგახსენებთ, რომ ტაივანში გასულ შაბათს, 6 თებერვალს მოხდა 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარის განცხადებით, მთავრობა საქართველოში რუსულენოვანი არხის გახსნის საკითხს განიხილავს
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: ნატო-საქართველოს ოფიცრები ერთად მუშაობენ საქართველოს გაძლიერებისთვის