ერდოღანი: სირიაში არც ერთი ნაბიჯით უკან

თურქეთის მიერ 3 დღით ადრე სირიაში დაწყებულმა სამხედრო ოპერაცია ,,ზეთისხილის რტომ,, რომელიც თურქეთის მოსაზღვრე რეგიონების მაკონტროლებელი, აშშ-ს მოკავშირე ,,სირიის დემოკრატიული ძალების,, ქურთული სამხედრო ფორმირებების განადგურებას ისახავს მიზნად, ჯერჯერობით თურქეთის არმიას საგრძნობი უპირატესობები ვერ მოუტანა.

ბოლო დროს მიღებული ცნობებით კი, ქურთებმა თურქეთის საჯარისო ფორმირებები დაკავებული სტრატეგიული სიმაღლეებიდანაც განდევნეს, რასაც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მკვეთრი მოწოდება მოჰყვა.

,,არც ერთი ნაბიჯით უკან,, ,,სირიის ჩრდილოეთიდან თურქეთის წინააღმდეგ წლების განმავლობაში მომდინარე ბოროტმოქმედებები, პასუხგაუცემელი არ რჩება და არც მომავალში დარჩება.არც ერთი ნაბიჯით უკან! არავის თურქეთში სხვისი მიწისკენ თვალი არ უჭირავს. ამ ოპერაციის მიზანი, თურქეთის უსაფრთხოების უზრუნველჰყოფასთან ერთად, სირიის ერთიანობის და სირიელი ხალხის ფიზიკური და ქონებრივი უსაფრთხოების საქმეში წვლილის შეტანაა,,- აცხადებს ერდოღანი სოციალურ ქსელ “ტვიტერის” მეშვეობით.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ჯარი უკან იხევს- ქურთები თურქულ ქალაქებს ბომბავენ
შემდეგი სტატიათბილისში ერთ-ერთი ბაღის პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები დაუფიქსირდა, აღსაზრდელებს შემოწმება ჩაუტარდებათ