ტაილანდში ტერორისტებმა აფეთქება მოაწყვეს

ტაილანდის სანაპირო ქალაქ პატანიში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 42 ადამიანი დაშავდა – წერს Independent. პირველი აფეთქება სავაჭრო ცენტრთან მოხდა. მეორე კი ავტოსადგომზე იმ დროს, როდესაც სავაჭრო ცენტრთან მომხდარი აფეთქების შემდეგ ხალხი გარბოდა. გავრცელებული ცნობით, ავტოსადგომზე დანაღმული მანქანა აფეთქდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტული თავდასხმები სავარაუდოდ მუსლიმმა სეპარატისტებმა განახორციელეს.

banner
წინა სტატიაშისოსო ოხანაშვილი : ახლო მომავალში საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებ
შემდეგი სტატია“ღმერთმა დაგვიფაროს, ყველა ერთ სიმღერას ვმღეროდეთ” – გიორგი მარგველაშვილი