ტაილანდის ავიაკომპანია თოჯინებს მოემსახურება

07ტაილანდის ნაციონალური ავიაკომპანია Thai Smile Airways თვითმფინავის ბილეთებს თოჯინებისთვისაც გაყიდის – ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.
თოჯინები ზუსტად ისეთ მომსახურებას მიიღებენ, როგორც ჩვეულებრივი მგზავრები, ანუ, მათ შესთავაზებენ საჭმელს და დასალევს. მათ უსაფრთხოების ღვედით უნდა ისარგებლონ. თუმცა, თოჯინებს აეკრძალებათ საავარიო გასასვლელთან დაჯდომა. თუკი თოჯინის პატრონი სპეციალურ ბილეთს არ იყიდის, ის შეფასდება როგორც ხელბარგი.

საუბარია თოჯინებზე Luk Thep ან Child Angels, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ტაილანდში. მისი ღირებულება ხშირად რამდენიმე ასეულ დოლარს აღემატება. ტაიელებს სჯერათ, რომ ამ თოჯინებში ბავშვი-ანგელოზების სულია და ითვლება, რომ თუკი მას მოუვლი, წარმატებას მოგიტანს. გამოცემა წერს, რომ თოჯინის მფლობელები მათთვის ძვირადღირებული ბრენდების ტანსაცმელს ყიდულობენ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი კლიჩკოს ჯიხურებს სთხოვს
შემდეგი სტატიაერაყი ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში უცხოური სახელმწიფოების ჩარევას სუვერენიტეტის დარღვევად განიხილავს