,,ტაბულას” ჟურნალისტებს რესტორანში თავს დაესხნენ

ტაბულატაბულას ჟურნალისტებს რესტორანში თავს დაესხნენ- ინფორმაციას სოციალური ქსელით ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს.

,,ტაბულას ჟურნალისტებს, ნინო მაჭარაშვილს, ლევანს სუთიძეს, ირაკლი
კიკნაველიძეს და ტაბულას ყოფილ
ჟურნალისტს, ავთო ქორიძეს, ლესელიძეზე, რესტორან ჭაშნაგირში დაესხნენ თავს.
მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული. რესტორანი დალეწილია.
პატრული ადგილზეა.
თავდასხმის მოტივი ეკლესიის კრიტიკა და სუთიძის და კიკნაველიძის მიერ ბესელია/კობახიძის მიერ პოლიტპატიმრად შერაცხული უგვანი არსების, გაბედავას წინააღმდეგ მიცემული ჩვენებებია.
სამწუხაროდ მე საქართველოში არ ვარ, მაგრამ ივანიშვილის უგვან და უნიათო მთავრობას ვურჩევ დროულად იპოვოს სიძულვილის ნიადაგზე დანაშაულის ჩამდენები”- წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა მინისტრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიააფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ზუგდიდის ყოფილ საავადმყოფოში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ