“ტაბულამ” სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა

“ტაბულამ” სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია “ტაბულამ” გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “ტაბულა” მაუწყებლობის ფორმატის ცვლილებას და ტექნიკურ განახლებას გეგმავს.

ამასთან, 2017 წლის შემოდგომამდე, სატელევიზიო გადაცემები მხოლოდ ვებ-გვერდისა და “ტაბულას” “ფეისბუქ” გვერდის მეშვეობით გავრცელდება.

“ტაბულას” განცხადებით, განახლებული სატესტო მაუწყებლობა ზაფხულიდან დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიკორცხელის დედათა მონასტერს პირვანდელი სახე დაუბრუნდება
შემდეგი სტატიათბილისის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი საკრებულოში 15 ნოემბერს შევა