System of a Down-ის ვოკალისტი ერევანში მხარეებს სისხლისღვრის შეჩერებისკენ მოუწოდებს

System of a Down-ის ვოკალისტი ერევანში მხარეებს სისხლისღვრის შეჩერებისკენ მოუწოდებს

5 (1)ამერიკული ჯგუფის System of a Down-ის ვოკალისტმა ერევანში მხარეებს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სისხლისღვრა. ამის შესახებ მუსიკოსმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
“მშიდობიანი პროტესტის წლები, უკიდეგანო სისტემური კორუფცია, მათ შორის თავდაცვის სისტემაში, კანონის წინაშე უთანასწორობა, პოლიციის აგრესიულობა, არჩევნების ფალსიფიცირება, უცხოური ინტერვენცია, ეკონომიკური შესაძლებლობების უქონლობა დეპოპულაციის მიზეზია, რამაც იმედგაცრუების დენთის კასრი შექმნა სერჟ სარგსიანის მთავრობის წინააღმდეგ” – წერს მუსიკოსი. მისი თქმით, ერევანის პოლიციის უფროსი და მერი დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ. “ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია სისხლისღვრის შეჩერაბა” – აღნიშნა მან.

ადრე სერჟ ტანკიანმა თურქეთის პრეზიდენტს “სულელი ” უწოდა და მას ისტორიის უცოდინრობაში დასდო ბრალი.

banner
წინა სტატიაში„ოცნების“ მცხეთური ინტრიგა
შემდეგი სტატია“ნაციონალურმა მოძრაობის” ლიდერებმა ხელვაჩაურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს