“სვეტიცხოველი – ეს არის ჩვენი რწმენისა და სიყვარულის ნათელი სვეტი დროში”

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე საზოგადოებას სვეტიცხოვლობას ულოცავს.

“გილოცავთ მცხეთობას და სვეტიცხოვლობას. ისტორიული და უძველესი მცხეთა იყო, არის და იქნება მუდამ ჩვენი უკვდავების, ბრძოლის სიმბოლო. “…ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი… ” სვეტიცხოველი – ეს არის ჩვენი რწმენის და სიყვარულის ნათელი სვეტი დროში და ისტორიის ქარტეხილებში ურყევად მდგარი. ქვაში ასახული ჩვენი მარადიული, მებრძოლი ქართული სული”, – წერს კალაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ტრადიციულად, ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს სვეტიცხოველში, ხოლო შემდეგ იმართება სახალხო სეირნობა მცხეთის ქუჩებში, საესტრადო და ხალხური შემოქმედების კონცერტები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები

banner
წინა სტატიაში“პოლიციელზე ხელის აღმართვა დღემდე არავისთვის მიპატიებია და არც ამის შემდეგ ვაპირებ”
შემდეგი სტატია“რა პარტნიორული ურთიერთობა უნდა მქონდეს გიგა ბოკერიასთან?! ეს გამორიცხულია”