სვაზილენდის მეფემ ქვეყანას სახელი შეუცვალა

სვაზილენდის მეფის მსვატი მესამეს გადაწყვეტილებით, მის ქვეყანას ამიერიდან ესვატინის სამეფო ერქმევა.
ესვატინი, ადგილობრივ ენაზე ,,სვაზის მიწა,,-ს ნიშნავს.
სვაზილენდის მეფემ აღნიშნული გადაწყვეტილება საკუთარი დაბადებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის 50 წლისთავზე მიიღო და ამ გადაწყვეტილების საბაბად, ქვეყნის სახელწოდების შვეიცარიასთან გაიგივება დაასახელა.
,,ყოველთვის, როდესაც ჩვენი საზღვარგარეთ ვხდებით, ჩვენი ქვეყნის სახელი შვეიცარიაში ეშლებათ, რადგან ინგლისურად ისინი დაახლოებით ერთნაირად ჟღერს (Switzerland -Swaziland ,,სვიზერლენდი-სვაზილენდი,, რედ.),, განაცხადა მეფემ.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა ჯარიაშენიდან 77 წლის მამაკაცი გაიტაცეს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე კერძო სექტორსა და საზოგადოებას გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს