სვანეთში უკრაინის მოქალაქე დაჭრეს-დაკავებულია ერთი პიროვნება

სვანეთში უკრაინის მოქალაქე დაჭრეს- ამის შესახებ ექსკლუზიურად “თაიმერს” სვანეთიდან აცნობეს. შემთხვევა უკრაინის პრეზიდენტის სვანეთში ყოფნის დროს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტი ადგილობრივებს, რომლებიც ჩხუბობდნენ, აშველებდა. გაშველების დროს ტურისტი ერთ-ერთმა მხარემ დანით დაჭრა. “თაიმერის” ინფორმაციით, დავა, რომელიც საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყეს ადგილობრივებმა, დღესაც გაგრძელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ” თაიმერის” ინფორმაციას ადასტურებს.

როგორც უწყებაში “თაიმერს” განუცხადეს საქმე 117-ე მუხლით მიმდნარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხომბს. დაკავებულია ერთი პიროვნება. მიმდინარეობს ექსპერტიზა და საგამოძიებო ღონისძიებები. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება,-განუცხადეს “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიპალესტინამ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა
შემდეგი სტატიაპეკინის გამზირი შესაძლოა, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ცალმხრივი გახდეს