სვანეთში, ზესხოს ხეობაში, სადაც მეხუთე დღეა ხანძარია, ცეცხლის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.
დამწვარია 3 ჰექტარამდე ტყის მასივი.
ადგილზე რთული რელიეფის გამო მძიმე ტექნიკა ვერ შედის.
მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ძირითადი კერების ჩაქრობა შეძლეს, თუმცა დარჩენილი კერებიდან ცეცხლის გავრცელების საშიშროება ისევ არსებობს.