22 ნოემბრის ანტიტერორისტულ ოპერაციაში არც ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახური ჩართული არ ყოფილა.
„სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ჩართულობას რაც შეეხება, უშუალოდ სპეცოპერაციაში არც ერთი ქვეყნის სპეცსამსახური ჩართული არ ყოფილა“, – განაცხადა სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დღევანდელ ბრიფინგზე.