სუს-ის უფროსი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური სამუშაო ვიზიტით აშშ-ში, ვაშინგტონში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სუს-ის უფროსის შეხვედრები ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებზე დაგეგმილია საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობისა და უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხების განხილვა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს შვიდი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა
შემდეგი სტატიაპოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა