სუს-ში სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე “თავისუფალი ზონის” სამი წევრის დაკითხვა მიმდინარეობს

ამ წუთებში, ე.წ. მოდულის შენობაში სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე “თავისუფალი ზონის” სამი წევრი ზურაბ ბერიაშვილი, რუსუდან მჭედლიძე და დავით გოგოხია იკითხება.

ადგილზე იმყოფებოდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სერგო რატიანი, რომლის განცხადებითაც, ხელისუფლება არ არის ადეკვატური.

“ხელისუფლება იბარებს ახალგაზრდებს, საუბრობს გადატრიალებაზე. ხელისულფება არ არის ადეკვატური და საზოგადოება უნდა აცნობიერებდეს, თუ როგორ ხელისუფლებას შეიძლება ჩაუვარდეს ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა”, – განაცხადა რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია : შსს-ს დღევანდელ განცხადებაში არაფერი დამაჯერებელი არ ყოფილა
შემდეგი სტატიაწინასაარჩევნო პერიოდში პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა შემოწირულების სახით ჯამში 26 008 857 ლარი მიიღეს