სუს-ში დაკითხვაზე დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე იმყოფება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე ილია ნიკოლაიშვილი სუს-ში დაკითხვაზე მივიდა.

ილია ნიკოლეიშვილი სუს-ში რამდენიმე დღის წინ იყო დაბარებული, თუმცა სუს-სა და ილია ნიკოლაიშვილს შორის ურთიერთშეთანხმებით ის საგამოძიებო უწყებაში დღეს გამოცხადდა.

“დაბარებული ვარ შეთქმულების მუხლთან დაკავშირებით, სასაცილო და ბოდვაა ეს ყველაფერი. ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა და უსაფრთხოების სამსახურები დაამსგავსა ცირკს. ამიტომ მოვედი მასხარის ქუდით სიმბოლურად. მინდა, რომ ფოსტით გავუგზავნო თავის შუშის კოლბაში. მეგობრებმა შევქმენით ფეისბუქ ჯგუფი, არც რაიმე ორგანიზაციაა და არც არაფერი, გვერდს ჰქვია “საქართველოს ერთგულებისთვის”. ამ გვერდით ვცდილობდით ისეთი პრობლემების აქტუალიზაციას, როგორიც არის დეოკუპაცია, ევროინტეგრაცია და ა.შ. ფეისბუქგვერდის გამო ვარ დაბარებული. საჯარო სამსახურში არასდროს მიმუშავია, ერთადერთი ჩემი მეუღლეა პარლამენტის წევრი და სავარაუდოდ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით დამიბარეს”, – განაცხადა ილია ნიკოლეიშვილმა.

როგორც ცნობილია, “თავისუფალი ზონის” ყოფილმა წევრებმა გააკეთეს განცხადებები, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის გამოყენებასაც “ნაციონალური მოძრაობა” არეულობებისთვის ჰამოყენებს, ილია ნიკოლეიშვილი ხელმძღვანელობს.

banner
წინა სტატიაშიყაჩაღობა ოზურგეთში – დაჭრილია ერთი ადამიანი
შემდეგი სტატიაგიორგი ტუღუში : შემოწირულობების 2/3 მიღებული აქვს ერთ პარტიას, აქ იკვეთება პოლიტიკური კორუფციის აშკარა ნიშნები