სუს-ი საოკუპაციო ძალების მიერ მანუჩარ წუშბაიასა და ხვიჩა ლიპარტიას უკანონო დაკავებას ადასტურებს

ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე დაკავებულია ვახტანგ ხანგოშვილი-

ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე დაკავებულია ვახტანგ ხანგოშვილი-"სუს"-ისუს-ი საოკუპაციო ძალების მიერ მანუჩარ წუშბაიასა და ხვიჩა ლიპარტიას უკანონო დაკავებას ადასტურებს. როგორც უწყებაში „თაიმერს“ განუცხადეს, სუს-ის მიერ ინფორმირებულია ევროკავშირის მონიტორინგის მისია, ამასთან, გააქტიურებულია ე.წ. ცხელი ხაზის მექანიზმი.
უწყების პრესამსახურის ცნობით, აფხაზეთის ე.წ უშიშროების სამსახურმა მიმდინარე წლის აგვისტოში გალის რაიონში, “სახელმწიფო საზღვრის” უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. აღსანიშნავია, რომ მომხდარზე ინფორმაცია აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის საიტზეცაა გამოქვეყნებული.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავების ღონისძიებები ჩატარდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს მხარდაჭერით. დაკავებულები არიან 1984 წელს დაბადებული ხვიჩა ლეპარტია, რომელიც 7 აგვისტოს დააკავეს და რომელსაც სასამართლომ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; ასევე, დაკავებულია 1975 წელს დაბადებული მანუჩარ ცუშბაია, რომელიც 24 აგვისტოს დააკავეს და რომლის წინააღმდეგაც გამოძება ამ დრომდე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ყაველაშვილი ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ფრენბურთის არენისთვის ოლიმპიური ჩემპიონის, ვაჟა კაჭარავას სახელის მინიჭების ცერემონიას დაესწრო
შემდეგი სტატიაბაკურციხის ტყეში ხანძარი გაჩნდა