“სუს-ი პარლამენტში უნდა მოვიდეს” – კაპანაძე

საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ კითხვებს სუს-მა პარლამენტში უნდა უპასუხოს.

“ჩვენ ამ დღეების განმავლობაში მაქსიმალურად შევიკავეთ თავი, რომ კითხვები დაგვესვა, სანამ სპეცოპერაციის ცხელი ფაზა მიმდინარეობდა. ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ, რომ მწვავე კითხვები დაგვესვა, თუმცა ცხელმა ფაზამ უკვე ჩაიარა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე დღის წინ ხდებოდა, ძალიან ბევრ კითხვაზე, რომელიც დაგროვდა, საზოგადოებას პასუხი ჯერ კიდევ არ აქვს. პირველ რიგში, კითხვა უკავშირდება იმას, ერთ-ერთი ლიკვიდირებული ადამიანი იყო თუ არა ჩატაევი – ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილი და ბრალდებულია სტამბოლის ტერაქტის მოწყობაში, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანის დაღუპვა და 200-ზე მეტი ადამიანის დაშავება მოჰყვა. ჩვენ გვაინტერესებს, ეს ადამიანი ლიკვიდირებული მართლა იყო თუ არა და საქართველოში როგორ მოხვდა. რა მიზნები და რა ამოცანები ჰქონდა ამ დაჯგუფებას. ისინი ტერორისტული აქტის თუ რაიმე სხვა ტიპის დივერსიული აქტის მოწყობას აპირებდნენ. ქვეყნის ტერიტორიაზე იარაღი როგორ შემოტანეს. ველოდებით, რომ კითხვებზე პასუხები საჯარო იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პარლამენტში დახურულ ფორმატში, კომიტეტის შეხვედრაზე მოვიდეს. იქნება ეს ნდობის ჯგუფი თუ სხვა ტიპის დახურული ფორმატი და ამ და სხვა სახის ოპერატიულ შეკითხვებს პასუხი გაეცეს. სუს-ი პარლამენტში უნდა მოვიდეს. ეს არის ლეგიტიმური და სწორის პასუხი, რომელიც დღეს საზოგადოებაში დაგროვდა”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიდაკავებული ტერორიზმთან კავშირს უარყოფს, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას აღიარებს- ნანუაშვილი
შემდეგი სტატიაჩატაევის საქმე – წულუკიანს პარლამენტში იბარებენ