სუს-ი – ნიკა გვარამია არა დასაკითხად, არამედ მასალების გასაცნობადაა დაბარებული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ე.წ. მოდულის შენობაში არა დასაკითხად, არამედ კონტრდაზვერვის დეპარტამენტში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალების გასაცნობად არის დაბარებული.

 

„საქმე საიდუმლოა და დეტალებს ადგილზე გავაცნობთ პროცედურის მიხედვით. საქმეს გაეცნობა კონტრდაზვერვის საგამოძიებო მთავარ სამმართველოში“, – განაცხადეს სუს-ში.

საგამოძიებო უწყებაში მისი დაბარების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით თავად გვარამიამ გაავრცელა.

„მოდულში დამიბარეს 2015 წლის სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დასაკითხად“, – წერს გვარამია.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცოცხალი ძალის გარდა ბორჯომშია შეიარაღებული ძალების სპეციალური ტექნიკა და ცეცხლმაქრი საშუალებები
შემდეგი სტატიაევროსასამართლოს მოსამართლეობის 9 მსურველი – კონკურსში მონაწილეთა სია ცნობილია