სუსმა ბესელიას დაქალი დაიჭირა, სასამართლომ კი გირაოთი გაათავისუფლა

სუს-მა ეკა ბესელიას დაქალი ჯერ დაიჭირა შემდეგ კი გირაოთი გათავისუფლდა

ბესელიაააავინ არის თეკლა და რას ედავება გამოძიება

არსებობს იმის შანსი, რომ პარლამენტის ადამიანს უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელძღვანელი ახალ სკანდალში გაეხვას. ზოგადად, მას მერე, რაც ადვოკატობას თავი დაანება და პოლიტიკაში ჩაერთო, ეკა ბესელიასთვის სკანდალები უცხო არ არის. ყველაფერი კი ჯერ კიდევ იმ „პირსისხლიანი“ „ნაციონალების“ 9-წლიანი რეჟიმის დროს დაიწყო, როცა ბესელია ირაკლი ოქრუაშვილს გაემიჯნა. არადა, ყველას ახსოვს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ყოფილი პარტიის არათუ სახე, არამედ, ამ აწ უკვე გაუქმებული პარტიის ხელმძღვანელიც იყო. დანამდვლებით არავინ იცის, რა მოხდა ბესელია-ოქრუაშვილს შორის, მაგრამ კულუარებში დღემდე ამბობენ, რომ ის, რომ ოქრუაშვილი „ოცნების“ ხელისუფლებამ პოლიტდევნილთა სიაში არ შეიყვანა, ზუსტად ბესელიას დამსახურებაა.

მას შემდეგ, რაც „ნაციონალებმა“ არჩევნები წააგეს, მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ეკა ბესელია გახდა. არადა, იყო დრო, როცა ქალბატონი ეკა ე.წ. რეფორმატორებთან მეგობრობდა და „ვარდების რევოლუციის“ წინ მათი ადვოკატიც იყო. გამორიცხული არ არის, რომ „ნაციონალები“ პარლამენტის ადამიანის უფებათა კომიტეტის თავმჯოდმარისგან მონსტრს მიზანმიმართულად ქმნიან. ასეთი აზრი იმიტომ ჩნდება, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული, ბესელიას გვარი არაერთ „შავ საქმეში“ ამოტივტივდა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ „ნაციონალების“ რეჟიმის დროს, ქალბატონი ეკა ხშირი რეპრესიების მსხვერპლი იყო – მისი ძმა და შვილიც დაიჭირეს.

„შეთქმულების თეორიას“ თავი რომ გავანებოთ, ერთი კარგი ქართული ანდაზა არსებობს, ცეცხლი უკვამლოდ არ ჩდებაო. უკვამლოდ, ალბათ, არც ის ცეცხლი გაჩენილა, რაც რამდენიმე თვის წინ, ალეკო ელისაშვილმა „დაანთო“, მაგრამ ამ საქმეზე ოფიციალური მტკიცებულებები ოფიციალურ უწყებებს არ დაუდვიათ, ანუ „ელისაშილის სკანდალი“, დღევანდელი მონაცემებით, ოფიციალურად, არ დადასტურებულა, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ, ერთი ოფიციალური „ნიუსი“ გავრცელდა, რომელიც დიდი რაოდენობით ქრთამის აღებას ეხება, თუმცა სანამ ამ ნიუსზე გადავალთ, ალბათ, უპრიანი, გავიხსენოთ, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ „ნაციონალ“ გივი თარგამაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ბოლო დროს „ოცნებამ“ „კანონიერი ქურდების“ „მობილიზება“ გამოაცხადა  და ამ ხაზის ერთ-ერთ ავანგარდი ეკა ბესელიაა.

თარგამაძემ ისიც თქვა, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯოდმარე ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის“ შვილის ნათლიაა და ამიტომ, ის „ოცნებისთვის“ ისევ ანგარიშგასაწევი პიროვნება გახდა, თუმცა ის ინფორმაცია, რომელიც „თაიმერს“ კულუარებიდან მოაწოდეს, თარგამაძის აზრს რადიკალურად ემიჯნება, ანუ თუ ჩვენი წყაროების მონაცენები მართალია, მაშინ ვერ ვიტყვით, რომ „ოცნებაში“ ბესელიას ისევ აქვს გავლენა.

რაც შეეხება ოფიციალურ ინფორმაციას, რომელიც რამდენიმე დღის წინ, სუს-მა გაავრცელა. ამ ინფორმაციაში ნათქვამია:

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულსამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი თეკლა . დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თეკლა აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 7000 აშშ დოლარი. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკის 338- მუხლის მე-2 ნაწილის ,,ქვეპუნქტით,რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ამ ინფორმაციაში დაკავებული პირის მხოლოდ სახელი და გვარის პირველი ასო არის და არც ის არის მითითებული, თუ საქართველოს რომელ რეგიონში მოხდა დანაშაული, თუმცა „თაიმერმა“ მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის გარკვევა მოახერხა.

დაკავებული და შემდეგ გირაოთი გათავისუფლებული,რომელსაც ქრთამის აღებას ედავებიან, თეკლა ხუციშვილია.

gelashv

 

„ეს ქალბატონი, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ეკა ბესელიას დაქალია,“ – აღნიშნა „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენმა წყარომ და 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გადაღებული ფოტოც გადმოგვცა, სადაც ბესელია და ხუციშვილი ერთად ჩანან.

ამას გარდა, წყარო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდს უფრო დეტალურად იხსენებს და ამბობს, რომ თეკლა ხიციშვილი მაშინ ეკა ბესელიას შტაბში ფინანსებს განკარგავდა.

„როგორც მე გავიგე, გარკვეული ფინანსური დანაკლისი ამ ქალბატონს მაშინაც აღმოუჩინეს და ამის გამო კოალიციაში დიდი „რაზბორკებიც“ იყო, მაგრამ ეს ამბავი არ გახმაურებულა, რადგან საქმე სახელმწიფო კი არა, ბიძინას ფულს ეხებოდა, თან „ოცნება“ ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო და მაშინვე საკუთარი გუნდის წევრების მხილება რომ დაეწყო, ეს ხალხის თვალში ცუდად გამოჩნდებოდა – ხომ იცით, მაშინ მოსახლეობა როგორი აჟიტირებული იყო და ყველა მეორეს სჯეროდა, რომ „ოცნება“ უკანონოს არასოდეს არაფერს ჩაიდენდა.

მართალია, ბესელიას შტაბიდან ფულის გაფლანგვა არ გახმაურებულა, მაგრამ როგორც მე ამიხსნეს, ივანიშვილს ბესელიასთან გარკვეული კითხვები გაუჩნდა და მას უპირობოდ აღარ ენდობოდა, თუმცა გარკვეული კარდ-ბლანში მაინც მისცა.

მას შემდეგ, რაც ელისაშვილმა პოლიტპატიმრების სკანდალი „გახეთქა“, გადაწყდა, რომ ბესელია „ოცნების“ სახე აღარ იქნებოდა, მაგრამ ამ ქალბატონმა პოლიტკური აქტივობა გაგრძელა და შეეცადა, „პატრონისთვის“ დაემტკიცებინა, რომ ყველაფერი, რასაც მასზე ამბობენ, ტყუილია. ადრე გითხარით, რომ ბესელია ფოთში „ოცნების“ მაჟორიტარი აღარ იქნება. მას შემდეგ კი, რაც სუს-ის ინფორმაცია ვნახე, ეჭვი მეპარება, ის სიაში მაინც იყოს,“ – ასეთ ვარაუდს გამოთქვამს „თიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო. ბოლო ინფორმაციით  თეკლა ხუციშვილი გირაოთი გათავისუფლდა,ხოლო მის ინტერსებს ეკა ბესელიას მეგობარი ლილიკო გელაშვილი იცავდა , რომელიც 2012 წელს, ფოთში ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბში იურისტად მუშაობდა.

ბერდია კალანდია

 

banner
წინა სტატიაში160-ლარიანი სოციალური დახმარების პაკეტი 180 ლარამდე გაიზრდება
შემდეგი სტატია“მნიშვნელოვანია, რომ ოთხოზორიას მკვლელის მიმართ, რაც შეიძლება სწრაფად იყოს ღონისძიება გატარებული”