„სუს-ის წარმომადგენლები ჩვენი მომხრეების დაშინებას ცდილობდნენ”- გია ბარამიძე

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

გარდაბანში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით კანდიდატების გუნდის წარმომადგენლები დღეს დილიდან ურთიერთსაპირისპირო განცხადებებს აკთებენ. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ სუს-ის მხრიდან მათ მომხრეებზე ზეწოლა იყო.

„ღამითაც დავაფიქსირეთ, რომ სუს-ის წარმომადგენლები ჩვენი მომხრეების დაშინებას ცდილობდნენ. საარჩევნო უბნებთან სუს-ის მანქანები არიან მობილიზებულნი,“- განაცხადა გია ბარამიძემ.

ქართულ ოცნებაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. გოგლა ჟვანიას, თქმით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს და შესაბამისად, მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პროვოკაცია არ არის გამორიცხული.

გარდაბანში დღეს გამგებლის რიგგარეშე არჩევნებია. საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველიც მივიდა.

banner
წინა სტატიაშიგამგებლის რიგგარეშე არჩევნები – გარდაბანში საარჩევნო უბნები გაიხსნა
შემდეგი სტატიაგარდაბანში რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს – ცესკომ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა