სუს-ი ნეოფაშისტურ მოძრაობას აფრთხილებს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 18, 2018 10:58

სუს-ი ნეოფაშისტურ მოძრაობას აფრთხილებს

ფაშისტურ ორგანიზაცია “საქართველოს ეროვნული ერთობას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაფრთხილების წერილს უგზავნის, სადაც ნათქვამია, რომ თუ ეროვნული ერთობის წარმომადგენლები ფაშისტურ სიმბოლიკას გამოიყენებენ, მათ წინააღმდეგ თავისუფლების ქარტიის კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.
მოძრაობის ადვოკატი განცხადების ავტორებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
„ქართული ბორჯღალი და ბონური ჯვარი, არც ერთი არ არის კანონით აკრძალული. აქ თუ ვინმე ხედავს სადმე სვასტიკას თქვა, თუ არა და თქვენი ტელევიზიების საშუალებით მოიხადონ ბოდიში. თუ არა და ჩვენც მივმართავთ ადვოკატურ ზომებს,“-აცხადებს გაიოზ ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს პოლიციის სამმართველოში გამკითხეს ნეოფაშისტური მოძრაობის ლიდერი გიორგი ჭელიძე. მისი განცხადებით, კითხვები ორგანიზაციის საქმიანობას უკავშირდებოდა. ბრალი, კი რომელიც მისი და მისი თანამოაზრეების მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებების გაკეთებას ეხება, აბსურდია.
„როგორც წინა საქმეზე თითქოსდა იყო ჯგუფური ძალადობის მუქარა ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან. იყო დამატებითი კითხვები ამასთან დაკავშირებით, რასაც ამომწურავი პასუხები გავეცი. ასევე იყო ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით შეკითხვები,“-განაცხადა საქართველოს ეროვნული ერთობის მეთაურმა გიორგი ჭელიძემ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 18, 2018 10:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,598
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics