სუს-ი დღეს ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს

ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე დაკავებულია ვახტანგ ხანგოშვილი-

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს დღეს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოისმენენ. იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებს მომზადებულ დოკუმენტს სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე წარუდგენს.
წინასწარი ინფორმაციით, მოსმენა მედიისთვის დახურულ ფორმატში გაიმართება. ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინფორმაციით, უშუალოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშს სუსის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური წარადგენს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
შემდეგი სტატია“სტრასბურგის სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენა ადვილი არ არის”- ომბუდსმენი კობახიძის განცხადებას აკრიტიკებს