სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები რეგიონში არსებულ პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ.

სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მოწმდება სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

აგრეთვე, რეალიზატორებს მიეწოდებათ ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის 11 იანვარს ამოქმედდა და პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2017 წელს პესტიციდების და აგროქიმიკატების 140 სარეალიზაციო ობიექტი შემოწმდა. ამავე პერიოდში აღებული და ლაბორატორიულად გამოკვლეულია 337 ნიმუში. გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 40 ბიზნესოპერატორი.

banner
წინა სტატიაშიბადაგონის საქმე – ლიზა ბაგრატიონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს
შემდეგი სტატიამკვლელობა თბილისში – თემქაზე ქალის ცხედარი იპოვეს