სურსათის ეროვნული სააგენტო გარევაჭრობის აკრძალვის მომხრეა

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას არაორგანიზებულ ადგილებში პროდუქტების შეძენისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც სააგენტო მერიის გადაწყვეტილებას გარევაჭრობასთან დაკავშირებით მიესალმება.

“სურსათის ეროვნული სააგენტო მიესალმება თბილისის მერიის გადაწყვეტილებას ე.წ. გარე მოვაჭრეებისათვის შესაბამისი ფართის შეთავაზებაზე, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სურსათის უვნებლობის სტანდარტები და რეალიზაციის პირობები. სააღდგომო დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად იზრდება მაღალი რისკის შემცველი სურსათის რეალიზაციის საფრთხე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში. სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები” ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. 26 მარტს გარევაჭრობა ბარათაშვილის ქუჩასა და კოლმეურნეობის მოედანზე აიკრძალა. მოგვიანებით გარემოვჭრეებმა მერიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს და მერიასთან აქცია გამართეს. 24 მარტს დედაქალაქის მთავრობა გარემოვაჭრეების პროტესტს გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გარემოვაჭრეებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობის უფლება აღარ მიეცემათ.

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველო” ინფლაციის ზრდაზე საუბრობს
შემდეგი სტატია6 აპრილს გურამ რჩეულიშვილს სავარაუდოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ