სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ საქართველოში ცხვრის კატარალური ცხელების (Bluetongue) არსებობა არ დადასტურდა

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ საქართველოში ცხვრის კატარალური ცხელების (Bluetongue) არსებობა არ დადასტურდა.

როგორც სურსათის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია, მიაწოდოს ინფორმაცია  ყველა წევრ ქვეყანას.

„ამის მიუხედავად, საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხვრის კატარალური ცხელების გამო  ქუვეითის სასოფლო-სამეურნეო საქმეთა და თევზის რესურსების უწყებამ საქართველოდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აკრძალა.  უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან ქუვეითში ცოცხალი ცხოველების  ექსპორტი  ბოლო ოთხი წელია, არ განხორციელებულა. ქართული მხარე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეჭვი საქართველოში დაავადება  ცხვრის კატარალური ცხელების (Bluetongue) შესახებ არ დადასტურდა.

(იხილეთ ბმული http://www.oie.int/wahis_2/public/wahid.php/Reviewreport/Review?reportid=19690 საქართველოში  აღებული ნიმუშები გადაიგზავნა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირბრაიდის (დიდი ბრიტანეთი) რეფერალურ ლაბორატორიაში – გაგზავნილი 11 ნიმუშიდან ცხვრის კატარალური ცხელება არცერთში არ აღმოჩნდა.   საქართველოს სსიპ  სურსათის ეროვნული სააგენტო ამის შესახებ ექსპორტიორ ქვეყანებს და  ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრებს  დამატებით აცნობებს“,-ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების კეთილსაიმედოობის მიზნით მიმდინარეობს ვეტერინარული  ღონისძიებები   და მუდმივი მონიტორინგი. ბოლო ათი დღის  განმავლობაში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით 800 ათასამდე  სული ცხოველის  ვაქცინაცია განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: თოფაძისადმი დავკარგე ინტერესი
შემდეგი სტატია„რანაირი კითხვებია“ – დავით ნარმანია საპარლამენტო სიაში მოხვედრაზე