სურსათის ეროვნულ სააგენტოში სარესტორნო ქსელის ბიზნესოპერატორებს საკანონმდებლო სიახლეები გააცნეს

სურსათის ეროვნულ სააგენტოში საზოგადოებრივი კვების ობიექტებისა და სარესტორნო ქსელის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით , სააგენტომ ბიზნესოპერატორებს ამ სფეროში კანონმდებლობის მიმდინარე და მოსალოდნელი რეგულაციები გააცნო. ყურადღება ტურისტულ სეზონზე ზაფხულის პერიოდში ტემპერატურული რეჟიმის მატებასთან დაკავშირებულ რისკებზე და აუცილებელი ნორმების შესრულებაზე გამახვილდა.
სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, მნიშველოვანია ბეზნესსექტორის წამომადგენლებთან დიალოგის რეჟიმი და თანამშრომლობა.
„სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს, თუმცა, ურთიერთობას ბიზნესოპერატორებთან თანამშრომლობის ხასიათი აქვს. გვინდა უშუალოდ თქვენთან ერთად განვიხილოთ ყველა სიახლე, რაც შემდგომში კანონმდებლობით იქნება დარეგულირებული“, – განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
შეხვედრა დიალოგის რეიმში წარიმართა. საუბარი შეეხო საზოგადოებრივი კვების ობიექტების პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ჰიგიენური ნორმების, მზა სურსათის მიტანის სერვისით სარგებლობის დროს დისტრიბუციის პირობების დაცვას. ბიზნესოპერატორებმა გამოთქვეს სურვილი, მსგავსი ტიპის შეხვედრებს სისტემატური ხასიათიმ იეცეს.

banner
წინა სტატიაშიუხვმა ნალექმა განსაკუთრებით მარტვილის, სენაკისა და აბაშის სოფლები დააზარალა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში რეფერენდუმი მიმდინარეობს