“სურათი რეალურია და ეს მოხსენებაში დეტალებშია აღწერილი” – გია ვოლსკი პრემიერის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს

ექსპერტების მიერ საქართველოს პრემიერმინისტრის მიმართ გამოთქმული კრიტიკა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ პრემიერმინისტრმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმ რეალობასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაშია შექმნილი.

„შეფასება რეალურად რა ხდებოდა, სურათი რაც ხდებოდა, ის არის ხაზგასმული პრემიერმინისტრის განცხადებაში და საერთაშორისო სასამართლომ თუ ასეთი რამ დაადგინა, რასაკვირველია ეს იურიდიულ ძალასაც შეიძენს, მაგრამ სურათი რეალურია და ეს რეალური სურათი, თუნდაც იმ მოხსენებაშია აღწერილი დეტალებში, ფაქტებით, რომელიც ჩვენ სულ ახლახან წარვადგინეთ პარლამენტის წინაშე და იქ არც ერთი სიტყვა არ არის ამოღებული რომელიმე სტრუქტურიდან, რომელსაც შეიძლება ვინმემ პარტიული მიკერძოება დააბრალოს.

ეს არის საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საექსპერტო ჯგუფები და თქვენ წარმოიდგინეთ, სახალხო დამცველის მოხსენებაც კი იმ პერიოდის, რომელიც ახლა ნაციონალური მოძრაობის შემადგენლობაშია. გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმინისტრმა გამოსვლის დიდი ნაწილი დაუთმო სწორედ ქვეყნის შიდა რეფორმებს. მან ისაუბრა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე და მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: რეგიონულ მედიას, ისევე როგორც ზოგადად მედიას, უნდა ჰქონდეს უდიდესი მნიშვნელობა
შემდეგი სტატიალევან თარხნიშვილი: ივანიშვილს არითმეტიკასთან მწყრალად აქვს საქმე