სურამში სახლები დაიტბორა

სურამში, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდილი წყალი სანიაღვრე სისტემამ ვეღარ გაატარა და შედეგად ადგილობრივების სახლები დაიტბორა. მოსახლეობას წყალი ეზოებში, სარდაფებსა და სახლის პირველ სართულებზე შეუვარდა. სახურავი გადახადა ძლიერმა ქარმა ყოფილი სანატორიუმის შენობას, სადაც დღეს დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს.
ადგილებზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური. ზარალის დათვლას ხაშურის მერიაში დღეიდან დაიწყებენ.

banner
წინა სტატიაშიპანკიშსი დაკავებული ზურაბ იდოიძის სანახავად სუს-ში ადვოკატი მივიდა
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა