სურამში კაცი მოკლეს

Crime Scene

სურამში, ადგილობრივმა მამაკაცმა მეორე მამაკაცი სავარაუდოდ, სანადირო თოფით მოკლა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება. შემთხვევა სავარაუდოდ დღეს, გამთენიისას მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა სამართალდამცველებმა ოპერატიულად დაადგინეს და ამ დროისთვის მიმდინარეობს საჭირო სამძებრო სამუშაოები დამნაშავის დასაკავებლად. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7- დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისკანდალური კადრები სოციალურ ქსელში – გეგუთის ციხის პატიმრის მამის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატია„ლიბერთი ბანკის“ ფილიალს თავს დაესხნენ