(VIDEO)სუხიშვილების პროტესტი და ნედეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია რუსეთის ყოფილ საელჩოსთან

აქცითბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერ აქციაზე ანსამბლი სუხიშვილები ხორუმს ცეკვავენ.

ნადეჟდა სავჩენკოს დასაცავად სუხიშვილების ეროვნული ბალეტის მიერ დაანონსებული კონცერტი ჩატარდა. ბალეტი, ისევე როგორც ბევრი შემოქმედებითი გაერთიანება,საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ჯგუფები, კერძო პირები, მსოფლიოში, უკანონოდ დაპატიმრებული უკრაინელი მფრინავისა და უმაღლესი რადას წევრის ნადეჟდა სავჩენკოს მიმართ რუსეთში მიმდინარე პოლიტიკურ სასამართლოს აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ სავჩენკოს განაჩენის გამოქვეყნება დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება. მას რუსი ჟურნალისტების განზრახ მკვლელობასა და სახელმწიფო საზღვრის არალეგალურად გადაკვეთაში ედება ბრალი.
ნადეჟდა სავჩენკო დღეს ყველა წაყენებულ ბრალში დამნასავედ ცნეს. მას ხვალ სავარაუდოდ, 25 წელს მიუსჯიან.

 

 

https://youtu.be/0EVAYnyz4Yo

 

 

banner
წინა სტატიაშიდღეს თურქეთში აფეთქებას ოთხი ძალოვანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიათბილისის აეროპორტში „მასტერას“ ექსტრადიცია მოხდება