სუბარმა ეკომიგრანტებს საკუთრების მოწმობები გადასცა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე წალკის მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტ ოჯახებს ესტუმრნენ და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს.

სოზარ სუბარი წალკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ცენტრში მაკარაძეების 9-სულიანი ოჯახისთვის სახლის საკუთრებაში გადაცემის პროცედურასაც დაესწრო.

ეკომიგრანტი ოჯახებისთვის 2004-2009 წლებში შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი მხოლოდ 2015 წელს დაიწყო.

წალკის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 200-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სახლი 500-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა. პროცესი გრძელდება.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველო“ – თბილისის მერიამ და გამგეობებმა 2017 წლის 1-ელი დეკემბრიდან ყველა ტენდერი აუქციონის გარეშე ჩაატარეს
შემდეგი სტატიარაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, ქუთაისის სტადიონზე საქართველოს დროშა გოგი წულაიამ აღმართა