სტურუას საქმის შემდეგ სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლაზე კიდევ ერთი ოჯახი ალაპარაკდა

კიდევ ერთი შესაძლო ზეწოლის შემთხვევა სამართალდამცველების მხრიდან – ელგუჯა გუჩმაზაშვილის ოჯახის წევრები სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებენ.
მათი განცხადებით, პოლიცია, ელგუჯა გუჩმაზაშვილს მათთან თანამშრომლობას და გარკვეულ ადამიანებზე ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს, უარის შემთხვევაში კი დაკავებით ემუქრებიან.
კონკრეტულად ვისზე ეძებენ სამართალდამცავები კომპრომატებს, გუჩმაზაშვილის ოჯახის წევრებისთვის უცნობია. ისინი ვარაუდობენ, რომ პროკურატურას იმ საქმის ხელახალი გამოძიება სურს, რომელზეც მას სასჯელი უკვე მოხდილი აქვს. ოჯახის ინფორმაციით, ელგუჯა გუჩმაზაშვილი 9 წლის წინ თაღლითობის ბრალდებით გაასამართლეს.
გუჩმაზაშვილის ოჯახის წევრები დღეს ღიად ასახელებენ იმ გამომძიებელს, ვინც მათზე ზეწოლას ახორციელებს.
,,ეს ხალხი თავს არ ანებებს ან ოჯახის წევრს რარაცა მოუვა, აშანტაჟებენ, რომ მე მაინც მივარწევ ჩემსასო, პროკურორია მალხაზ სამსონაშვილი ემუქრება,“-აცხადებს გუჩმანაზაშვილის ადვოკატი.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის დაკავების შიშით სახლიდან გასვლას ერიდებოდა, თუმცა გუშინ საქმეზე მაინც წავიდა, რის შემდეგაც მასთან კავშირი გაწყდა. ოჯახი ვარაუდობს, რომ ის თბილისის პროკურატურაში ყავდათ მიყვანილი.
კურიერის ინფორმაციით, დასახელებული მალხაზ სამსონიშვილი, როგორც გაირკვა არა პროკურატურის, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. ელგუჯა გუჩმაზაშვილი შინ ამ დრომდე არ დაბრუნებულა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე დააკავა
შემდეგი სტატიაუეფას ახალი პრეზიდენტი ჰყავს