სტუდენტური აქცია: ჩახუტება და დარდის გაზიარება – 1 ლირად

სააგენტო DHA-ს ინფორმაციით, დამატებითი შემოსავლის უცნაურ საშუალებას მიაგნეს ხელმოკლე სტუდენტმა გოგონებმა, რომლებიც აიდინის პროვინციის ქალაქ ნაზილის უნივერსიტეტში სწავლობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის თურქი სტუდენტები ჰ.ე. და კ.დ. ქალაქის მოედანზე მუყაოს ბანერებით ჩამოჯდნენ, რომელზეც ეწერა ,,ჩახუტება – 1 ლირა,, ,,დარდის გაზიარება -1 ლირა,,
თურქი სტუდენტების აქციას მალე გამოხმაურება მოჰყვა და რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცმა ის-ის იყო მათი ,,სერვისით,, ისარგელა, რომ გოგონებს თავზე თურქეთის პოლიცია დაადგა, რომლებმაც სტუდენტები განყოფილებაში გადაიყვანეს.
დამატებითი შემოსავლის მსურველი თურქი გოგონების მიერ პოიციისათვის მიცემულმა განმარტებამ, რომ ისინი ,,სოციალურ ექსპერიმენტს,, ატარებდნენ, ვერ გაჭრა და ,,უხამსი საქციელისთვის,, გათვალისწინებული კანონით – ისინი სოლიდურად დააჯარიმეს.

banner
წინა სტატიაში(viveo) ახალგაზრდებს, ვისაც არ ახსოვს საბჭოთა კავშირი, შეიძლება წარმოედგინათ, თუ რა ხდებოდა მაშინ
შემდეგი სტატია,,შარლი ებდო,, – პუდელი მაკრონი და ბულდოგი ლე პენი