სტუდენტობის მსურველებს შესაძლოა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აღარ მოუხდეთ

სტუდენტობის მსურველებს შესაძლოა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აღარ მოუხდეთ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მასშტაბური რეფორმის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და პრემიერი პრეზენტაციას უახლოეს მომავალში აპირებს.

ეროვნული გამოცდების გაუქმებას განათლების მინისტრი არ ადასტურებს და სხვა საგამოცდო სიახლეებზე საუბრობს.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა განმარტავენ, რომ გამოცდების ფორმა 2016 წლისთვის არ შეიცვლება და წლევანდელი გამოცდებისთვის მზადება სიახლეების გარეშე მიმდინარეობს.

არსებული სისტემის შეცვლის წინააღმდეგი არ არიან ექსპერტები, თუმცა მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ სკოლის გამოცდების მოდიფიცირება და ეროვნული გამოცდების სრულად გაუქმება კორუფციის რისკებს გააჩენს.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების მოქმედი მოდელი 2005 წლიდან მუშაობს და ის მსოფლიო ბანკის ანტიკორუფციულ რეფორმათა ჩამონათვალშია.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: NDI მატყუარა ორგანიზაციაა, რომელიც მისი პარტნიორის, “ნაციონალური მოძრაობის” გაცოცხლებას ცდილობს
შემდეგი სტატიაავსტრიამ იტალიის საზღვართან კედლის მშენებლობა დაიწყო