სტუდენტებთან თამარ სანიკიძის შეხვედრას „აუდიტორია 115“ არ ესწრება

საქართველოს განათლების მინისტრი უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშიებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ხვდება. შეხვედრას თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სხვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორები.

შეხვედრას არ ესწრება სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“ მათი თქმით, თამარ სანიკიძე არ ახორციელებს რეალურ ცვლილებებს და ასევე არ აპირებენ თვითმმართველობის წევრებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას.

პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვა თვითმმართველობის ყოფილმა პრეზიდენტმა, შალვა საბაურმა, მისი თქმით საბაურის განმარტებით, “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებში მათი მოთხოვნები და შეხედულებები არ არის გათვალისწინებული. მისი განცხადებით, სახელმწიფო აპირებს, რომ სტუდენტური თვითმმართველობები გაუქმდეს.

banner
წინა სტატიაში“ბიძინა ივანიშვილთან სამი წელი ვიმუშავე და მისი აზრების წინასწარი წაკითხვის მცდელობა უპერსპექტივოა”
შემდეგი სტატიაპარლამენტის სხდომა კვორუმის გამო ვერ იწყება