სტუ-ს პროფესორმა მშრალი შიმშილობა დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთმა პროფესორმა, ზაალ მიქაძემ მშრალი შიმშილობის აქცია დაიწყო. როგორც „თაიმერს“ ერთ-ერთმა პროფესორმა, ფირან კობიაშვილმა განუცხადა, ზაზა მიქაძის მიერ მშრალი შიმშილობის დაწყება უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება იმის თაობაზე, რომ პროფესორები საკვებს მალულად იღებენ.

ფირან კობიაშვილის განცხადებით, ისინი მოითხოვენ, გადადგეს უნივერსიტეტის რექტორი, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, გაუქმდეს აკადემიური საბჭო და ხელახლა ჩატარდეს უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს რექტორი, კანცლერი და აკადემიური საბჭო. არ შეიძლება უნივერსიტეტის რექტორი მესამე ვადით იყოს არჩეული. ამას ემატება ისიც, რომ უნივერსიტეტში სწავლის დონე ძალიან დაცემულია და სტუდენტების მიერ გადახდილი თანხა არ შეესაბამება იმ ხარისხს, რომელსაც უნივერსიტეტი მათ სთავაზობს“, – განაცხადა ფირან კობიაშვილმა.

ამ დროისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ხუთი პროფესორი შიმშილობს, ხოლო მშრალ შიმშილობას ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა პროფესორმა მიმართა.

დღეს, 14:00 საათზე, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის შენობასთან არჩილ ფრანგიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავს.

banner
წინა სტატიაშისოხუმში საპროტესტო აქციები იწყება
შემდეგი სტატიასაქართველოში მოქმედი სომხური საერო და სასულიერო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ