სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრში სტუდენტთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად (საგაზაფხოლო მიღება) რეგისტრაცია იწყება 2018 წლის 10 აპრილიდან და გრძელდება 22 აპრილის ჩათვლით, ყოველდღე, 10:00-დან 16:00 საათამდე, კვირის გარდა (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი №352.

ყველა დაინტერესებულ პირს აქვს  შესაძლებლობა,  სახელმწიფოს  სრული დაფინანსებით, დაეუფლოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ტექნიკური გადამზადების ცენტის ( 2017 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და BP საქართველოს ინიციატივით და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ დაფინანსებით, პროფესიული განათლების ეკონომიკის განვითარებისათვის პროექტის ფარგლებში)  მიერ შეთავაზებულ, დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად, შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო  პროფესიებს:

  • მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი (მოდულური), IV საფეხური, სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე;
  • სამრეწველო ავტომატიზაცია (მოდულური), V საფეხური, სწავლის ხანგრძლივობა 24 თვე;
  • მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი (მოდულური), V საფეხური, სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე;

რეგისტრაციის გავლა პირადობის მოწმობით, აგრეთვე, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ ნებისმიერ დაწესებულებებში.

აპლიკანტებს, ასევე, საშუალება ეძლევათ დარეგისტრირდნენ ელექტრონულად (ონლაინ)  www.vet.emis.ge  ვებგვერდის მეშვეობით.

რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების რამდენიმე პროგრამაზე.

რეგისტრირებულ  აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა  საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს ეძლევათ საშუალება გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების სია.

banner
წინა სტატიაშიდედისა და ძმის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს 2 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო