სტრასბურგში სარჩელის შეტანა მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი იქნება, რამდენად დაიცავს საქართველო თავის ინტერესებს ამ სარჩელის მიმდინარეობისას- სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ ერთი ლიდერი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი იმ ინფორმაციას, ეხმაურება რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს. სამადაშვილი ამბობს, რომ მთავარი იქნება ის, თუ რამდენად დაიცავს საქართველო თავის ინტერესებს ამ სარჩელის მიმდინარეობისას:
“სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე ვხედავდით ტენდენციას, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას შერბილებული ჰქონდა საერთაშორისო წნეხი, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოების გზით რუსეთზე ზეწოლის მოხდენის, იმისათვის, რომ რუსეთს პასუხი ეგო სხვადასხვა დანაშაულზე, რომელიც განხორციელებული აქვს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. შესაბამისად, სარჩელის შეტანა მნიშვნელოვანია, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რამდენად დაიცავს საქართველო თავის ინტერესებს ამ სარჩელის მიმდინარეობისას. ჩვენ ვხედავთ, რომ დღემდე ხელისუფლების ტენდენცია არის საწინააღმდეგო და რეალურად, ფორმალურად მიდის რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა ინსტანციებში სარჩელები, თუმცა ამას რეალურად არანაირი შედეგი არ აქვს. თუ ეს შემთხვევა გამონაკლისი იქნება, ამას მხოლოდ მივესალმებით”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : სტრასბურგის სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სარჩელი ძალიან პრინციპული იქნება
შემდეგი სტატია“ჩემს პირად გვერდზე თანხას მე ვხარჯავ, მერიის „ფეისბუქის“ გვერდზე კი, მერიის თანხები იხარჯება”