სტრასბურგის სასამართლომ ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო – ზურაბიშვილი

თბილისის საკრებულოს, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრის, დავით ზურაბიშვილის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო.

„კურიერის“ ეთერში მან აღნიშნა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება აისახება არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც. მან ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მომავალში ასახავს, რომ ეს პროცესი არის პოლიტიკური და არანაირი ქონებრივი დავა არ მიმდინარეობდა.

„აქ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ, პირველ რიგში, უნდა გამოიტანოს დასკვნები, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და მონახოს რაღაცნაირად, სანამ ეს სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს განაჩენს და ვერდიქტს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვერდიქტი იქნება ისეთი, რომ აქ სწორედაც, რომ პოლიტიკური პროცესია და სწორედაც, რომ ხელისუფლება ქონებრივი დავის საბაბით ცდილობდა, წაერთმია ტელევიზია მეპატრონეებისთვის, რათა დაექვემდებარებინა თავისი ინტერესებისთვის“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 3 მარტის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენ ევროპამ დაგვიცვა სამართლებრივად”- რომან გოცირიძე რუსთავი 2-ის საქმეზე
შემდეგი სტატია(video) გაბუნია კობახიძეს – გილოცავთ ბატონო ირაკლი საქართველოს დემოკრატია გადარჩენილია