სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმის განხილვა 8 მარტს ჩაინიშნა

მოსამართლეები არნახული ზეწოლის ქვეშ არიან, თუმცა უნდა გაუძლონ, რადგან დღეები და თვეებია დარჩენილი

სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში ,,ვანო მერაბიშვილი- საქართველოს წინააღმდეგ” საქმის ზეპირი განხილვა 2017 წლის 8 მარტს ჩაინიშნა. შესაბამისი წერილი იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგიდან 2 დღის წინ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ვანო მერაბიშვილის საქმის დიდი პალატის მიერ განხილვის მოთხოვნით 17 ოქტომბერს მიმართა. საქმეს 17 მოსამართლისგან დაკომპლექტებული პალატა განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ჩატარდა
შემდეგი სტატიანარმანიას თქმით, შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება