სტრასბურგის სასამართლომ აფგან მუხთარლის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ მისი დაცვიქვეშ მყოფის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და დაჩქარებულ ვადებში განიხილება:

„პირველი სხდომა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში როდის გაიმართება ჯერ არ ვიცი. სტრასბურგის სასამართლოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის წარმომადგენლები მე, ნიკოლოზ ლეგაშვილი და აზერბაიჯანელი ადვოკატი ვიქნებით. სტრასბურგის სასამართლომ აფგან მუხტარლის საქმეს პრიორიტეტი გუშინ მიანიჭა. პრიორიტეტული საქმის განხილვის ვადები გაწერილი არ არის და გულისხმობს, რომ სხვა საქმეებისგან განსხვავებით, დაჩქარებულად განიხილება. ევრო სასამართლოში შესული სარჩელის სახელწოდებაა ” აფგან მუხტარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ”, სადაც საუბარი ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის 10-მდე მუხლის დარღვევას ეხება. მეორე თვის განმავლობაში პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტა ვერ ვნახეთ და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ამიტომ მივმართეთ“, – განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიყაჩაღობა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში
შემდეგი სტატიადავით კვარაცხელია რალში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული გახდა