სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო, აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვას ასრულებს

საქართველო უპრეცედენტო ვერდიქტის მოლოდინში – სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვას ასრულებს. დღეს მოსამართლეები მხარეების დასკვნით სიტყვებს მოისმენენ და გადაწყვეტილების მისაღებად გავლენ. როდის იქნება საბოლოო ერდიქტი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა უკვე ნათელია, რომ მას უდიდესი გავლენა ექნება იმ რამდენიმე სარჩელზე, რომელიც კრემლის სამხედრო დანაშაულთან დაკავშირებით სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებშია შეტანილი.

“ველოდებით რომ სასამართლო გამოიტანს ერთადერთ სამართლიან გადაწყვეტილებას იმისათვის, რომ ყველა მსხვერპლის ინტერესები დაკმაყოფილდეს,”- აცხადებს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ძამაშვილი.

banner
წინა სტატიაშიორი წელი კორცხელის ინციდენტიდან-ნიკა მელიას “ფეისბუქპოსტი”
შემდეგი სტატიაოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობები – მიხეილ ჯანელიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა