Stop Russia! – ხიდაშელის გამოსვლა ევროსაბჭოში

Stop Russia! – ამ სიტყვებით დაიწყო დეპუტატმა თინა ხიდაშელმა ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლა.

საქართველოს დელეგაციის წევრმა რუსეთი საქართველოში და უკრაინაში განხორციელებული მოვლენების გამო მკაცრად გააკრიტიკა და ქვეყანა საერთაშორისო პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა.

ხიდაშელმა კოლეგებს მოუწოდა, გაამკაცრონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

“Stop Russia! ევროპამ და მთელმა დემოკრატიულმა მსოფლიომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა რუსეთი შეაჩეროს. უნდა მოხდეს რუსული აგრესიის შეჩერება. მეგობრებო, ჩვენს შორის არის ქვეყანა, რომელიც წლიდან წლამდე სუვერენული სახელმწიფოების უფრო მეტი ტერიტორიების ოკუპირებას ახდენს. რუსეთი საერთაშორისო სამართლის შეცვლას ცდილობს. რუსეთის იმპერიული ამბიციების გამო იღუპება ასობით ადამიანი და დევნილი ხდება მილიონობით მოქალაქე. ჩვენ აუცილებლად უნდა ვუთხრათ რუსეთს, შეჩერდი!” – განაცხადა თინა ხიდაშელმა ევროსაბჭოში.

banner
წინა სტატიაშიია მეტრეველი: მე ამ ფაქტის შესახებ ვიცი უკვე ერთი წელია
შემდეგი სტატიაუკრაინის რადამ რუსეთი აგრესორ სახელმწიფოდ გამოაცხადა