სტოლტენბერგმა ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ განაცხადა

ნატო კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერების უპრეცენდენტო ზომებს მიმართავს რუსეთის აგრესიის საპასუხოდ – დღეს ბრიტანულ The Times-ს ალიანსის ხელმძღვანელმა იენს სტოლტენბერგმა განუცხადა.
მისი თქმით, ნატო იძულებულია გამოწვევას უპასუხოს, რადგანაც რუსეთმა უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე ეროვნული სამხედრო პოტენციალი საგრძნობლად გაზარდა – 2000 წლიდან თავდაცვის ხარჯები რუსეთის ფედერაციამ სამჯერ გააფართოვა, მეზობლების მიმართ სამხედრო ძალა გამოიყენა, ასევე, ალიანსის მოკავშირეებში აქტიურად აწარმოებს პროპაგანდას.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის გეგმაა რამდენიმე ასეული ათასი ჯარისკაცი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანოს.

banner
წინა სტატიაში“თქვენ უბრალოდ მოატყუეთ საზოგადოება…საარჩევნოდ შეგეშინდათ”
შემდეგი სტატიახათუნა სამნიძე: პარტიის წევრებთან სუს-ი “მუშაობს”- “თუ პარტიას არ დატოვებენ…”