სტოლტენბერგმა ნატოს არსებობა რუსეთიდან მომდინარე საფრთხით ახსნა

ნატოს არსებობა მათ შორის იმით არის გამართლებული, რომ დასავლეთი რუსეთის გამოწვევებისგან დავიცვათ – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ატლანტიკურ საბჭოზე გამოსვლისას ვაშინგტონში.
როგორც მან აღნიშნა, მსოფლიოში „რთული სიტუაცია“ შეიქმნა, ამასთან დაკავშირებით, ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა საჭიროა როგორც არასდროს. მისი თქმით, „ერთობა და ძალა ნატოს სჭირდება, ნაწილობრივ რუსეთის მოქმედებებზე პასუხად და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად.
გენერალურმა მდივანმა რუსეთის მოქმედებებს ევროპაში „დესტაბილიზაციის გამომწვევი“ უწოდა და მოსკოვი „საკუთარი საზღვრების ირგვლივ გავლენის აღდგენის“ მცდელობაში დაადანაშაულა. „ეს დაუშვებელია, რადგანაც, საერთაშორისო ნორმებს და ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობებს არღვევს“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლებელია გაიმართოს ნატო-რუსეთის შეხვედრა, რომელიც 2014 წლიდან არ ჩატარებულა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის იუსტიციის მინისტრმა სავჩენოს გაცვლაზე მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა
შემდეგი სტატიამაგდა პაპიძის და ზეწოლაზე საუბრობს