სტოლტენბერგმა და მარგველაშვილმა შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტისა და ნატოს გენერალური მდივნის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველო ნატოსთან დაახლოების გზას ერთგულად მიჰყვება და ასრულებს პირობებს.

„მადლობა ბატონო იან, რომ ამხელა ძალისხმევა გასწიეთ. ის მნიშვნელოვანი შეხვედრები რომელიც გვექნება დღეს, სადაც იქნება საუბრები მსოფლიო ლიდერებთან საქართველოსა და უკრაინაში სტაბილურობაზე. საქართველო ერთგულად დებს თავის კონტრიბუციას იმ საქმეში,რასაც ნატოს სამსახური ჰქვია, ჩვენ ერთგული ვართ იმ პირობების, რომელიც გავეცით და განვიხილავთ ჩვენს მოკავშირეებთან ყველა იმ საკითხს, რომელიც ეხება თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვაახლოვებს ნატოსთან. ეს იქნება საბოლოო მიზანი იმისა, რომ ჩვენ გავხდეთ ნატოს წევრი. გარდა ამისა, ის რაც დაგეგმილი იყო აქამდე, ეს იყო ის კომუნიკაცია და ურთიერთობები რომელიც დაკავშირებული იყო კიბერუსაფრთხოებასთან. ჩვენ ერთგულად მივყვებოდით და შევასრულეთ ჩვენი პირობა.“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში“სისტემაში გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები” – განათლების მინისტრობის კანდიდატი
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს იმ რეფორმების განხორციელებაში რაც პრემიერმა დაასახელა – მაჭავარიანი