სტოლტენბერგის ვიზიტი უმნიშნელოვანესი გზავნილია

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს, დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის და აღიარების კუთხით მნიშვნელოვან გზავნილად აფასებს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც ძირითადი პაკეტის განხორციელების იმლემენტაციის საკითხები განიხილება.

“დღეს იწყება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი. ეს ვიზიტი გახლავთ უმნიშნელოვანესი გზავნილი ჩვენი ქვეყნის მხადაჭერისა და განვითარების კუთხით. ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის, საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიზაციის რეფორმების მხარდაჭერის და აღიარების კუთხით.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ნატო-საქართველოს კომისია, სადაც განიხილება ძირითადი პაკეტის განხორციელების იმპლემენტაციის საკითხები, რაც უდაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების კუთხით. გაიმართება ორმხრივი შეხვედრები გენერალურ მდივანთან და დელეგაციის სხვა წევრებთან”, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა “NOKIA”-სა და “SAMSUNG”-ის მარკით ნიშანდებული ჩინური ტელეფონების რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიადღეის მონაცემებით, კახეთში 9 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული