სტოლტენბერგის თქმით, ცივი ომი არ იქნება

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს, 2015 წლის შეჯამებისას რუსეთის მიერ სამხედრო გააქტიურებაზე ისაუბრა. მან გამორიცხა ცივი ომის პერიოდის დაბრუნება, “როცა საზღვრებთან ასობით ათასი ჯარისკაცი იყო მობილიზებული”. ამასთანავე, მისი თქმით, “რუსეთის მოქმედებები 2015 წელს განპირობებული იყო იმით, რომ ნატოს ბევრმა წევრმა ქვეყანამ სამხედრო ხარჯები შეამცირა”

სტოლტენბერგმა თავის მოხსენებაში საქართველოზეც ისაუბრა და თქვა, რომ “2008 წელს რუსეთმა საქართველოში ძალა გამოიყენა”.

სამომავლოდ, ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში მან თქვა, რომ ძალიან მალე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ერაყელ ძალოვანებს იორდანიაში წვრთნებს ჩაუტარებს. იგივე სწავლებებს, მიმდინარე მომენტში, ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად ტუნისის უშიშროების სამსახურები გადიან.
მისივე თქმით, აშშ-მ ნატოს სთხოვა, ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად რადიოლოკაცია AWACS-ით აღჭურვილი თვითმფრინავები მიაწოდოს, რაზეც უკვე მიდის მუშაობა.

banner
წინა სტატიაში17:00 საათის მდგომარეობით, გარდაბანში ამომრჩეველთა აქტივობამ 26,2% შეადგინა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანებას გეგმავს