სტოლტენბერგი: თურქეთმა საერთაშორისო წესებს პატივი უნდა სცეს

Jens Stoltenberg 2ნატოს ხელმძღვანელმა, იენს სტოლტენბერგმა თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდა პატივი სცეს “კონსტიტუციურ წყობას და ძირითად უფლებებს”. დღეს, ბრიუსელში, ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ თურქეთისთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომელიც “ერთიანი ღირებულებების უნიკალურ გაერთიანებაშია”, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოკრატიისა და მისი ინსტიტუტების პატივისცემა.
მან ანკარას ნატოს ღირებული მოკავშირე უწოდა და აღნიშნა “თურქი ხალხის სიმამაცე” გადატრიალების მცდელობის ღამეს.
სტოლტენბერგმა თურქეთის მოსახლეობას გარდაცვლილების გამო მიუსამძიმრა .

დღესვე, 18 ივლისს, ანგელა მერკელისა და ერდოღანის სატელეფონო დიალოგში, გერმანიის კანცლერმა თურქეთის პრეზიდენტს დემოკრატიული კანონების დაცვისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიერევანში სიტუაცია მძაფრდება – პოლიციის ტექნიკა შენობასთან გადაიყვანეს
შემდეგი სტატიამერკელმა ერდოღანს ზომიერებისკენ მოუწოდა